დოკუმენტაცია
ერთი სტრიქონი კოდი — და მიიღებთ დეტალურ ანალიტიკას.
1. ინსტალაცია
ჩასვით ეს კოდი საიტის ყველა გვერდზე (ჯობია </body>-მდე). საიტის ნომერს (data-id) იპოვით კაბინეტში „მთვლელის კოდი“ გვერდზე.
<script async src="https://toprank.ge/c.js" data-id="თქვენი-ნომერი"></script>
2. ატრიბუტები
data-spa="1" | ერთგვერდიანი აპლიკაციებისთვის (React, Vue…): ყოველი ნავიგაცია ცალკე ჩვენებად ითვლება. |
data-privacy="1" | თიშავს ბრაუზერში ანონიმური id-ის შენახვას: „ახალი/დაბრუნებული“ ვიზიტორების გარჩევა აღარ იმუშავებს. |
data-auto="0" | თიშავს გარე ბმულებზე და ჩამოტვირთვებზე კლიკების ავტომატურ აღრიცხვას. |
3. საკუთარი მოვლენები
გამოიძახეთ toprank('event', 'სახელი') — მოვლენა გამოჩნდება კაბინეტის „მოვლენები“ ტაბზე და გამოდგება მიზნებისთვის.
toprank('event', 'signup');
<button onclick="toprank('event','add_to_cart')">…</button>
4. რას ვზომავთ
- ჩვენებები და ვიზიტორები (დღიური უნიკალური ჰეში — IP არ ინახება, cookie არ გამოიყენება).
- ვიზიტები (სესიები 30 წუთიანი პაუზით): ხანგრძლივობა, გვერდი ვიზიტზე, ერთგვერდიანი ვიზიტები, შემოსვლისა და გასვლის გვერდები.
- წყაროები: referrer, არხი (ძიება/სოც. ქსელი/სხვა საიტი…), UTM ტეგები.
- გეოგრაფია: ქვეყანა (და Cloudflare-ის ჰედერებით ქალაქი/რეგიონი), ბრაუზერის ენა.
- ტექნიკა: ბრაუზერი და ვერსია, ოპერაციული სისტემა, მოწყობილობა/მწარმოებელი/მოდელი, ეკრანის გარჩევადობა.
- ახალი და დაბრუნებული ვიზიტორები (შემთხვევითი ანონიმური id ბრაუზერის localStorage-ში; საიტებს შორის ვიზიტორი არ იკვეთება).
- გვერდის სათაური, დრო გვერდზე (ხილული დრო), სქროლის სიღრმე, ჩატვირთვის სიჩქარე.
- კლიკები გარე ბმულებზე და ფაილების ჩამოტვირთვებზე; საკუთარი მოვლენები.
- დროის განაწილება: საათები და კვირის დღეები (თბილისის დროით).
5. Content-Security-Policy
თუ საიტს მკაცრი CSP აქვს, დაუშვით ჩვენი დომენი script-src-სა და img-src-ში:
script-src https://toprank.ge; img-src https://toprank.ge;
6. საკუთარი ვიზიტების გამორთვა
თქვენს ბრაუზერში გაუშვით კონსოლში:
localStorage.setItem('tr_ignore', '1')