კონფიდენციალურობა

რა მონაცემებს ვაგროვებთ

მფლობელებისგან: სახელი, ემაილი, პაროლის ჰეში და დამატებული საიტების ინფორმაცია. საიტების ვიზიტორებისგან: გვერდის მისამართი და სათაური (query-ს გარეშე), წყარო (referrer) და UTM ტეგები, ქვეყანა (და ქალაქი/რეგიონი, თუ Cloudflare გადმოგვცემს), ბრაუზერის ენა, ბრაუზერი და ვერსია, ოპერაციული სისტემა, მოწყობილობის ტიპი/მწარმოებელი/მოდელი, ეკრანის ზომა, დრო გვერდზე, სქროლის სიღრმე, ჩატვირთვის სიჩქარე, კლიკები გარე ბმულებზე და ჩამოტვირთვებზე, საიტის მფლობელის მიერ გაგზავნილი მოვლენები.

რას არ ვაკეთებთ

მთვლელი cookie-ებს არ იყენებს და ვიზიტორის IP მისამართს არ ინახავს. ვიზიტორის უნიკალურობა განისაზღვრება დღიური ჰეშით (დღე + საიტი + IP + ბრაუზერი), რომელიც დღის შემდეგ უაზროა. ახალი და დაბრუნებული ვიზიტორების გასარჩევად ბრაუზერის localStorage-ში ინახება შემთხვევითი ანონიმური id, საიდანაც სერვერზე მხოლოდ საიტ-სპეციფიკური ჰეში მიდის — საიტებს შორის ვიზიტორის თვალყურის დევნა შეუძლებელია. საიტის მფლობელს შეუძლია ეს გამორთოს (data-privacy="1").

მონაცემთა შენახვა

დღიური ჯამები ინახება სანამ საიტი არსებობს; დეტალური განაწილებები (გვერდები, წყაროები და სხვ.) — 120 დღე; საათობრივი მონაცემები — 9 დღე. ანგარიშის წაშლისას მისი საიტები სტატისტიკით ერთად სრულად იშლება.

მესამე მხარეები

მონაცემებს მესამე მხარეებს არ ვყიდით და არ ვუზიარებთ. საიტი მუშაობს Cloudflare-ის უკან, რომელიც ტრაფიკს ამუშავებს როგორც პროქსი.

თქვენი უფლებები

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წაშალოთ საიტი ან ანგარიში კაბინეტიდან, ან მოგვწეროთ მონაცემების გასაგებად/წასაშლელად.