საიტის მფლობელებისთვის

დოკუმენტაცია

ერთი სტრიქონი კოდი — და მიიღებთ დეტალურ ანალიტიკას.

1. ინსტალაცია

ჩასვით ეს კოდი საიტის ყველა გვერდზე (ჯობია </body>-მდე). საიტის ნომერს (data-id) იპოვით კაბინეტში „მთვლელის კოდი“ გვერდზე.

<script async src="https://toprank.ge/c.js" data-id="თქვენი-ნომერი"></script>

2. ატრიბუტები

data-spa="1"ერთგვერდიანი აპლიკაციებისთვის (React, Vue…): ყოველი ნავიგაცია ცალკე ჩვენებად ითვლება.
data-privacy="1"თიშავს ბრაუზერში ანონიმური id-ის შენახვას: „ახალი/დაბრუნებული“ ვიზიტორების გარჩევა აღარ იმუშავებს.
data-auto="0"თიშავს გარე ბმულებზე და ჩამოტვირთვებზე კლიკების ავტომატურ აღრიცხვას.

3. საკუთარი მოვლენები

გამოიძახეთ toprank('event', 'სახელი') — მოვლენა გამოჩნდება კაბინეტის „მოვლენები“ ტაბზე და გამოდგება მიზნებისთვის.

toprank('event', 'signup');
<button onclick="toprank('event','add_to_cart')">…</button>

4. რას ვზომავთ

5. Content-Security-Policy

თუ საიტს მკაცრი CSP აქვს, დაუშვით ჩვენი დომენი script-src-სა და img-src-ში:

script-src  https://toprank.ge;
img-src     https://toprank.ge;

6. საკუთარი ვიზიტების გამორთვა

თქვენს ბრაუზერში გაუშვით კონსოლში:

localStorage.setItem('tr_ignore', '1')

დაამატე შენი საიტი ბეჯები